საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბერლინისა და იენის საზაფხულო სკოლა / სამეცნიერო კონფერენცია საერთაშორისო სისხლის სამართალში

 

2022 წლის 26-30 სექტემბერს, ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტის - „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ - ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტისა და ბილეფელდის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, ბერლინსა და იენაში ჩატარდა საზაფხულო სკოლა / სამეცნიერო კონფერენცია საერთაშორისო სისხლის სამართალში.

 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, ბერლინის ჰუმბოლდტისა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა. 

 

საზაფხულო სკოლა / სამეცნიერო კონფერენციაში სტუდენტების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პროფ. დოქტ. მერაბ ტურავა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე პროფ. დოქტ. გოჩა ლორთქიფანიძე, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ფლორიან იესბერგერი, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ანეტე ვაინკე, კარლსრუეს ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელი დოქტ. ინეს პეტერსონი და სხვა ქართველი და უცხოელი პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები.

 

საზაფხულო სკოლა / სამეცნიერო კონფერენციას, ფოლკსვაგენის ფონდის სამეცნიერო პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში, ხელმძღვანელობდნენ ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ედვარდ შრამი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ბორის ბურგჰარდტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტ. პროფ. დოქტ. გიორგი დგებუაძე.

 

იხილეთ ბროშურა

თარიღი: 11/11/2022